სიახლები
20-03-2023:
კონფერენციისთვის მზადება
კალორიების შემცველი საკვები სრულიად უსარგებლოა. ერთადერთი, რითაც მისგან შეიძლება ვიხეიროთ, ზედმეტი კილოგრამებია. ჰოდა, გამოდის, რომ არაფერში ...

ნანახია 66-ჯერ
პროექტები და პრეზენტაციები
09-02-2023:
თემა ,,მეტალების " გაცნობა გრძელდება
დედამიწის ქერქის დაახლოებით 25% მეტალებისგან შედგება. ძირითადად გვხვდება ალუმინი, რკინა, კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი და მაგნიუმი. ყველაზე გავრცელებული მეტალია ალუმინი, რომელიც იონური მინერალის, ბოქსიტების სახით არის გავრცელებული. დანარჩენი ელემენტებიც ნაერთების სახით არის წარმოდგენილი. ბევრი ნაკლებად აქტიური მეტალი თავისუფალი სახითაც გვხვდება. ესენია ძვირფასი და ნახევრად - ძვირფასი მეტალები.

08-02-2023:
მეტალები
ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა.

ექსპერიმენტები
21-02-2020:
ჭიანჭველმჟავას დაშლა
სიპ ქ. აბაშის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ,,უბრალოდ ქიმიკოსები"-ს წევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და შეისწავლეს ჭიანჭველმჟავას დაშლის პროცესი. ცდის მსვლელობა: სინჯარაში ათავსებენ ჭიანჭველმჟავას 3 წვეთს და უმატებენ კონც. გოგირდმჟავას 3 წვეთს. ნარევს აცხელებენ სპირტქურაზე. რეაქცია მიმდინარეობს აირის გამოყოფით, რომელიც იწვის მოცისფრო ალით და აფეთქებით. პროცესის ქიმიზმი: H-COOH +[0]_-->CO2 + H2O

ნანახია 1159-ჯერ