ქიმიური ექსპერიმენტები

30-11--0001 ცილების აღმოჩენა

საჭირო ჭურჭელი და მასალა: სინჯარები (2) F0176; მოცულობის საზომი ცილინდრი, 10 მლ (2) F0178; პიპეტი (2) F0463; სინჯარების სადგამი F0114, პიპეტი F0461, რეზინის მსხალი F0492. რეაქტივები: კვერცხის ცილა, 2 მლ; გამოხდილი წყალი; სპილენძის (II) სულფატის 1 %-იანი ხსნარი, 5 მლ; ნატრიუმის ჰიდროქსიდის 10 %-იანი ხსნარი, 5 მლ. ცდის მიმდინარეობა: • სინჯარები დანომრეთ და ჩადგით სინჯარების სადგამში. ოქმში ჩაიწერეთ სინჯარების ნომრები და მიუთითეთ რომელ სინჯარაში რა ნივთიერებაა. • ერთ სინჯარაში შეიტანეთ 2 მლ წყალი, ხოლო მეორეში - 2 მლ კვერცხის ცილა. • თითოეულ სინჯარას დაამატეთ 2-2 მლ 10 %-იანი ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი. • სინჯარები კარგად შეანჯღრიეთ. • თითოეულ სინჯარას პიპეტით დაამატეთ 2 წვეთი სპილენძის (II) სულფატის 1 %-იანი ხსნარი. დააკვირდით შეფერილობის ცვლილებას

ნანახია 723-ჯერ