სიახლები

18-05-2020 გარემოს დაბინძურება

კლუბ ,,AQVA" -ს წევრებმა წარმოადგინეს ონლაინ პრეზენტაცია, ფილმი თემაზე- გარემოს დაბინძურება. (ქიმიის პედაგოგი: ნინო ბენიძე). ვიცით, რომ სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ჩვენს ტერიტორიაზე ჰაერი ყოველთვის მთიდან ან ზღვიდან მონაბერი ჰაერივით სუფთა არ არის. ეს იმიტომ, რომ ჰაერი ბინძურდება არა მხოლოდ ადამიანების საქმიანობის, არამედ ბუნებრივი პროცესების შედეგადაც. ასევე ბინძურდება წყალი, მავნე არაორგანული და ორგანული ნივთიერებებით, როდესაც მასში ჩაედინება ქიმიური, ნავთობქიმიური, ქაღალდისა და სხვა სახის წარმოებაში გამოყენებული წყლები. წყალი ესაა ნივთიერება,რომლის გარეშეც სიცოცხლე შეუძლებელია. და რაც მთავარია, რა სასიკეთო როლი შეასრულა პანდემიამ, როგორ გასუფთავა გარემო.

ნანახია 338-ჯერ