სიახლები

14-02-2019 სახალისო "ვიქტორინა"

კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ სახალისო "ვიქტორინა", მერვე კლასებს შორის. კლუბის ლიდერმა ნინი პატარიძემ კენჭის ყრით აირჩია მონაწილეები, რომელთაც წინასწარ მიეცათ ინსტრუქცია,რისთვის მიექციათ ყურადღება და მეურვე მასწავლებელთან ნინო ბენიძესთან ერთად იმუშავეს განვლილ მასალაზე. 14 თებერვალს შედგა ვიქტორინა, წარმოდგენილი იყო ორი გუნდი "ვერცხლი" და "ოქრო". მონაწილეებმა შეძლეს კროსვორდების შევსება,რეაქციების გათანაბრება,ფარდობითო მოლეკულური მასების პოვნა, ვალენტობით ფორმულის შედგენა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა დიპლომი. ვიქტორინა საინტერესო და სახალისო იყო. მონაწილეებმა შეძლეს არსებული ცოდნის რეალიზება.

ნანახია 835-ჯერ