სიახლები

28-02-2019 E ინდექსი(ემულგატორი)

2019წლის 28 თებერვალს ქ. ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში გაიმართა ქიმიის მოყვარლთა კლუბ 'AQVA'-ს შეხვედრა. ტრენინგი ჩაატარა მეურვე მასწავლებელმა ნინო ბენიძემ.ემულგატორი არის ნივთიერება, რომელიც საკვებს არის შერეული და მას შეიძლება მიანიჭოს რეალიზატორისთვის სასურველი თვისებები. E ინდექსის შემდეგ მიწერილი სამნიშნა კოდი განსაზღვრავს კატეგორიას, რომელსაც დანამატი მიეკუთვნება:1)სიბლანტე 2)პლასტიკურობა 3)ხანგძლივი სიცოცხლის უნარიანობა 4)გემო 5)მუტაციის მიერ შეცვლილი გენები. ფაქტიურად საკვები პროდუქტების რთულ 'მენდელეევის სისტემა'-სთან გვაქვს საქმე და რეალურად შეუძლებელია დაიმახსოვრო რომელი მავნებელია და რომელი არა. კლუბის წევრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით,გაიარეს პრაქტიკული სამუშაოც, სხვადასხვა პროდუქტზე მოძებნეს Eინდექსი და შეადარეს ცხრილს,რომლის საშვალებითაც აღმოაჩინეს თუ რომელ საკვებ დანამატთან გვქონდა საქმე.

ნანახია 945-ჯერ