სიახლები

05-03-2019 სახამებელი

2019 წლის 5მარტს ქ.ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში გაიმართა "ნორჩ ქიმიკოსთა" კლუბ "AQVa"-ს შეხვედრა თემა :სახამებელი,რომელიც ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში. ამ პოლისაქარიდით განსაკუთრებით მდიდარია: ბრინჯი, ხორბლისა და სიმინდის მარცვლეული, აგეთვე კარტოფილი. სახამებლის სპეციფიკურ რეაქციას წარმოადგენს მისი ურთიერთქმედება იოდთან. თუ სახამებლის ბუბკოს გარკვეულ კოლოიდურ ხსნარს დავამატებს იოდის ხსნარს, მიიღება ლურჯი შეფერვა, რომელიც გაცხელებისას ქრება, ხოლო გაციებისას ისევ წარმოიქმნება. კლუბის წევრებმა დაამზადეს წყალხსნარები და დაუმატეს ერთი წვეთი იოდი და მიიღეს ლურჯი შეფერილობა, რაც ადასტურებს სახამებლის არსებობას. სურათები იხილეთ ბმულზე.

ნანახია 304-ჯერ