სიახლები

20-09-2019 ,,მარში კლიმატისათვის'

არასამთავრობო ორგანიზაციამ სამეცნიერო - ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ მოხალისეებისა და აქტივისტების მონაწილეობით ქუთაისში მსვლელობა მოაწყო სახელწოდებით, „მარში კლიმატისთვის“. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან და ისინი შეუერთდნენ მსოფლიო კამპანიას, რომელიც 160 ქვეყანის 1000-მდე ქალაქში ერთდროულად იმართება 20 სექტემბერს.ქუთაისში გამართულ მსვლელობაში მონაწილეებს ხელნაკეთ ბანერებზე გამოსახული ქონდათ საკუთარი საპროტესტო ნახატები და სხვადასხვა მოწოდების შემცველი წარწერები.მსვლელობის მონაწილეების თქმით, აუცლებელია ადამიანებმა დედამიწა საკუთარ სახლად მიიჩნიონ.

ნანახია 421-ჯერ