სიახლები

06-06-2025 სასკოლო კონფერენცია 6 ივნისი მჭადიჯვარი

6 ივნისს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლის თამაზ ქარქუსაშვილის ორგანიზებით სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლაში გაიმართა ყოველწლიური, მუდმივმომქმედი მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია ქიმიაში "ქიმია დღეს-8" (ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი: „პასტერი“) სოფ. მჭადიჯვარის, სოფ. შუახევის და სოფ. ლამოვანის მოსწავლეთა მონაწილეობით. შედეგები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სოფ. მჭადიჯვრის (VIII-XI კლასი), სოფ. ლამოვანის (VIII-IX კლასი) და სოფ. შუახევის(VIII კლასი) სკოლის მოსწავლეებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს შორის იყო: 1. უსაფრთხოების ტექნიკა. მარიამ მალუტაშვილი; 2. C ვიტამინის როლი სახის კანის მოვლის რუტინაში. სოფიო ფოთოლაშვილი;3. c_ვიტამინი როლი ადამიანის ორგანიზმში. ანი სოლოშვილი; 4. C ვიტამინის როლი ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებაში. ქეთი და ლედი კენტელაძეები; 5. C ვიტამინის გამოყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. მარიამ გულიშვილი; 6. ასკარბინის მჟავა. თათია თათულაშვილი; 7. C ვიტამინის განსაზღვრა გამოხდილი ფორთოხლის წვენსა და ქარხნულ წვენში. სოფო ფოთოლაშვილი., ლედი კენტელაძე;(აღნიშნული 7 მოხსენება განხორციელდა პროექტის ფარგლებში). 8. ქიმიის განვითარების ისტორია. გიორგი გამხიტაშვილი; 9. გარემოს დაბინძურება. ლამოვანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნიკა ძებისაშვილი და თიკო ხისფეხიშვილი; 10. ნახშირწყალბადები ადამიანის სამსახურში. გიორგი ბედოშვილი., ლევან გოლოშვილი., საბა ასაშვილი; 11. ორგანული ქიმია ადამიანის სამსახურში. ანა ქოქაშვილი; სალომე გიგაური მოსწავლეთა სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლა პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასთან ერთად. კონფერენციის მიზანია მოსწავლეს განუვითაროს დამოუკიდებლად მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარები, საშუალება მისცეს ჩამოაყალიბოს, წარმოაჩინოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია, არჩეული თემის ირგვლივ შეიძინოს ღრმა თეორიული და პრატიკული ცოდნა, დამოუკიდებლად მოამზადოს ნაშრომის პრეზენტაცია. უღრმესი მადლობა სოფელ მჭადიჯვრის მასწავლებლებს და სკოლის დირექტორს შორენა დრიაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ნანახია 32-ჯერ