სიახლე

28-09-2020 :   უხილავი ხანძარი

ქიმიის ლაბორატორიებში ხშირად ატარებენ შემდეგ ცდას : ფოლადის მავთულის წვას სუფთა ჟანგბადში . დედმიწის ატმოსფეროში ჟანგბადი შეადგენს მხოლოდ მეხუთედ ნაწილს , ამიტომ რკინისა და ფოლადის ნაკეთობების " წვა " შენელებულია . ეს არის უხილავი ხანძარი , რომელსაც კოროზია ეწოდება . იგი ყოველწლიურად შლის ათეულ მილიონ ტონა ლითონს , რომლის გამოდნობაზეც დახარჯულია დიდი დრო და სახსრები . კოროზიას მწყობრიდან გამოჰყავს მზა ნაკეთობები : მანქანა-დანადგარები , სატრანსპორტო საშუალებები , ხიდები და სხვა . კოროზიის შესაჩერებლად იყენებენ სხვადასხვა ლითონურ დაფარვას ( მონიკელება , მოოქროვება , მოქრომვა . ) , პოლიმერებს ( ლაქებსა და საღებავებს ) , ინჰიბიტორებს , რომლებიც დროებით აქრობენ უხილავ ხანძარს .

ნანახია 92-ჯერ



კლუბი: ახალგაზრდა ქიმიკოსები

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

335

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 621
პრეზენტაციები: 216
ექსპერიმენტები: 210