სიახლე

14-06-2022 :   კლუბი "კადეტები"-ს გასვლითი მეცადინეობა

ქიმიკოსთა კლუბი „კადეტები“-ს წევრები იმყოფებოდნენ ქ.ზუგდიდში არსებულ კერამიკულ სახელოსნოში -„Orkol Studio“, სადაც გაეცნენ კერამიკული ნაკეთობის დამზადების ტექნოლოგიას.
ასევე სამტრედიის რძის ქარხანაში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ნაყინის დამზადების შესახებ.
მოინახულეს ნოქალაქევის გოგირდოვანი წყლები სამეგრელოში, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სიახლოვეს. აქ სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი მოედინება და ულამაზეს ტრავერტინებს და ოხშივარადენილ ჩანჩქერსაც ქმნის. ამ ადგილს დედამოკას (ორსულ დედას) ეძახიან. ლეგენდის თანახმად აქ ლაშქარს გამოქცეული ორსული ქალი გადამხტარა წყალში, ვერ გაუღწევია და ქვად ქცეულა.

ნანახია 458-ჯერ



კლუბი: კადეტები

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

274

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 748
პრეზენტაციები: 285
ექსპერიმენტები: 235