სიახლე

07-12-2022 :   პროექტი ,,რძისაგან წებოს მიღება"

ექსპერიმენტის მსვლელობის ინსტრუქცია: 1. სხვადასხვა ცხიმიანობის რძისგან წებოს რამდენიმე ნიმუშის მომზადება წებოს მიღების ერთ-ერთი ხერხია მისი მიღება რძეში შემავალი ცილა კაზეინისაგან. ამ ცილის გამოყოფა რძისგან შესაძლებელია კოაგულაციითა და გამოლექვით. ამისათვის უნდა ავჭრათ რძე ძმრით, წარმოიქმნება ნარევი - აჭრილი, ხაჭოსებრი მასა და თხევადი ფაზა. ხაჭო განეიტრალდება ფუძით და მივიღებთ წებოს. ნაბიჯი 1. კოლბაში ჩაასხით წინასწარ აზომილი 100 სმ3 რძე და 20 სმ3 ძმარი. დაამაგრეთ კოლბა შტატივზე და გააცხელეთ ელექტროქურაზე/ბიუნზენის სანთურაზე მორევის პირობებში კოშტების წარმოქმნამდე/გამოჩენამდე. შეწყვიტეთ გათბობა, მაგრამ გააგრძელეთ მორევა მანამ, სანამ არ შეწყდება კოშტების წარმოქმნა. ნაბიჯი 2. დააყოვნეთ, რომ კოშტები/მყარი მასა დაილექოს, შემდეგ გადაწურეთ სითხე (დეკანტაცია). შემდეგ გაფილტრეთ დარჩენილი მასა და გამოყავით მყარი ნაწილი. გამორეცხეთ კოლბა. ნაბიჯი 3. კოშტები ჩაყარეთ კოლბაში და დაასხით 15სმ3 წყალი. ურიეთ მანამ, სანამ ნარევი არ გახდება ერთგვაროვანი. ნაბიჯი 4. დაამატეთ ნახევარი შპატელის კოვზი ფუძე და შეამოწმეთ ნარევის ნეიტრალურობა ინდიკატორის ქაღალდით. თუ არ იქნება ნეიტრალური არე, გააგრძელეთ ფუძის დამატება. მიიღებთ წებოს.

ნანახია 491-ჯერ



კლუბი: ORBITAL

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238