სიახლე

16-02-2023 :   „უწმინდური" საბადოს ბინადარი

დიდი ხნის წინ, საქსონიაში (პროვინცია გერმანიაში) აღმოჩენილ საბადოში გამოყოფილი აირი წამლავდა მაღაროელებს. გერმანელები ამას მიწისქვეშა ქონდრისკაცს „კობოლდს" მიაწერდნენ და ლოცვებს კითხულობდნენ ამ ავი სულისგან გადასარჩენად.
სწორედ ამ „უწმინდური" საბადოდან მე-18-ე საუკუნის პირველ ნახევარში შვედმა ბრანდტმა გამოყო მეტალი, რომელსაც ეწოდა „კობალტი".
კობალტის ოქსიდის ღებვის უნარი ძალიან ძლიერია, თუმცა შუა საუკუნეებში მინის მწარმოებლები სრულიად გაუცნობიერებლად იყენებდნენ ამ საღებავს.
ეგვიპტის ფარაონის - ტუტანჰამონის სამარხში აღმოაჩინეს ლურჯი მინის საგნები, ერთ-ერთი მათგანი შეღებილი აღმოჩნდა კობალტით.
კობალტის შემცველი საღებავები საკმაოდ მდგრადია და ახასიათებს გარდასახვის უნარი ტემპერატურის ცვლილებისას. საღებავის ეს საოცარი თვისება ჯერ კიდევ XVI საუკუნეში იყო ცნობილი.
კობალტის ოქსიდს იყენებენ მინის, ფაიფურისა და ემალის ჭურჭელზე ძალიან ლამაზი ლურჯი ფერის მისაცემად.
კობალტი დიდ როლს თამაშობს ცოცხალ ორგანიზმებშიც. 1964 წელს ინგლისელმა მეცნიერმა კროუფუტმა ღვიძლიდან გამოყო ნივთიერება, რომელიც 4% კობალტს შეიცავს. ეს ნივთიერება ვიტამინი B12-ია. ის სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების წარმოქმნაში მონაწილეობს და ადამიანს სისხლნაკლებობის განვითარებისგან იცავს.

ნანახია 478-ჯერ



კლუბი: მერვე

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238