სიახლე

10-10-2022 :   პროექტი „დაამზადე და შეამოწმე შამპუნი“

2022 წლის 7 ოქტომბერს პროექტის ფარგლებში, „დაამზადე და შეამოწმე შამპუნი“ (პროექტი დაფინანსებულია სსიპ-შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ SCR-22-216. პროექტის ხელმძღვანელი: ელიზბარ ელიზბარაშვილი; თანახელმძღვანელი: თამაზ ქარქუსაშვილი; ასისტენტი: როინ ბერულავა) შედგა საინფორმაციო, გაცნობითი შეხვედრა პროექტის ხელმძღვანელთან ბატონი ელიზბარ ელიზბარაშვილთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მჭადიჯვრის საჯარო სკოლის, ქიმიის კლუბ პასტერის წევრები, VIII-XII კლასის მოსწავლეები.

მომხსენებელმა გაამახვილა ყურადღება გამრეცხი საშუალებების, მათ შორის, შამპუნის შესაძლებლობებზე, რეცხვის ტექნოლოგიებზე, ზოგადად მიმოიხილა შამპუნის ქიმიური შედგენილობა. ჯგუფებში განაწილდა სამუშაო გეგმები და დაისახა მიზნები მომავალი შეხვედრისთვის.



პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტი  #SCR-22-216]

ნანახია 477-ჯერ



კლუბი: პასტერი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238