სიახლე

29-04-2023 :   შეხვედრა ქიმიკოსებთან

,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბი” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. ამასთან დაკავშირებით თსუ-ს ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციის მიმდინარე ხელმძღვანელი- გიორგი ჯიბუტი შემდეგ კომენტარს აკეთებს: ,, სსიპ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლის
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს,
ქალბატონ ნინო ბულიას

ქალბატონო ნინო, როგორც მოგეხსენებათ, ა.წ. 29 აპრილს თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ განახლებულ და აღჭურვილ ლაბორატორიებში გვეწვივნენ ქალაქ ზუგდიდის #1 საშუალო სკოლის მე-9 - მე-11 კლასის მოსწავლეები ქალბატონ ხათუნა ქვარცხავას ხელმძღვანელობით. შეხვედრის მასპინძლები იყვნენ პროფესორები: გიორგი ჯიბუტი (თსუ-ს ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციის მიმდინარე ხელმძღვანელი), ანა გოლეთიანი (ამავე პროგრამის ორგანული ქიმიის ლექტორი ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი 2022 წელს) და თინათინ ბუკია  (პროგრამის ინსტრუქტორი, ლაბორატორიის მენეჯერი), ასევე ამერიკის ქიმიური საზოგადოების ქართველ სტუდენტთა წარმომადგენლობის წევრები.   სტუმრებს ესაუბრნენ ამერიკის ქიმიური საზოგადოების მიერ პროგრამის სერტიფიცირების შესახებ, რის შედეგად თსუ გახდება მე-3 უნივერსიტეტი მსოფლიოს მასშტაბით (აშშ-ს ფარგლებს გარეთ), რომელიც ფლობს ქიმიის პროგრამის ასეთ საერთაშორისო აღიარებას.   სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ ფორმატში, სტუდენტებმა ისაუბრეს იმ კვლევების შესახებ, რომლებშიც ჩართულები არიან როგორც თსუ-ს, ისე უცხოელი პროფესორების მენტორობით. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ზოგადი ქიმიის რამდენიმე ექსპერიმენტის განხორციელებაში. მათ გამოავლინეს ცოდნის მაღალი დონე და ინტერესი ქიმიის მიმართ, რაც  უპირველეს ყოვლისა, პედაგოგის მიერ გაწეული შრომის შედეგია.” აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი(PhD), აკადემიური დოქტორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პ.მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფ.მეცნიერ-თანამშრომელი- მარიამ ჩხაიძე. უნივერსიტეტის გუნდმა გამოთქვა მზაობა, ითანამშრომლოს სკოლის პედაგოგებთან. მადლობას ვუხდით ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” გუნდს მასპინძლობისთვის!

ნანახია 467-ჯერ



კლუბი: ქიმიკოსთა სამეფო კლუბი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 755
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238