სიახლე

15-06-2023 :   ნაერთთა კლასები

2023 წლის 15 ივნისს სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა ნაერთთა კლასები. ვიქტორინაში აქტიური მონაწილეობა მიიღო 8-10 კლასის თითქმის ყველა მოსწავლემ. ბავშვებმა საკმაოდ ეფექტურად და ხალისიანად გაატარეს აღნიშნული დღე. მოცემული რესურსის გამოყენებით მოსწავლეებს მასალა ადვილად დაამახსოვრდებად. რესურსად გამოყენებულია პატარა ბარათები, რომელზედაც დატანილია პერიოდული სისტემის თითქმის ყველა ატომი. ბარათებზე არის დატანილი მჟავური ნაშთები, ერთვალენტიანი, ორვალენტიანი და სამვალენტიანი -OH (ფუძის) ფუნქციონალური ჯგუფები. ასევე წყალბადის 1, 2, და 3 ატომი. დასმული ამოცანის მიზანია-ვალენტობის მიხედვით მოსწავლემ უნდა შეადგინოს შესაბამისი ოქსიდის, ფუძის, მჟავას და მარილის ფორმულები ჯერ დროის გარეშე, შემდგო კი დროში. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულმა ვიქტორინამ გაააქტიურა არა მარტო თეორიულდ მომზადებული მოსწავლე, არამედ გამოაცოცხლა მთელი კლასი და გაზარდა ინტერესი ნაერთთა კლასების მიმართ. გამოყენებულია სტრატეგია - სწავლა კეთებით.

ნანახია 469-ჯერ



კლუბი: პასტერი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238