სიახლე

18-06-2023 :   აბუ-რეიჰან ბერუნის სახელობის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა

ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრებმა შემადგენლობით: არჩილ წიკლაური, თემიკო მაჭავარიანი, ცოტნე გერგაია და ალექსანდრე გვარამია (ილია ვაკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ.თბილისის #42 საჯარო სკოლა) გუნდის მენტორები იყვნენ: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მედალოსანი ლაშა ხუციშვილი და ჩვენი სკოლის ქიმიის მენტორი პედაგოგი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი თინათინ ბუთხუზი.

ოლიმპიადა მოიცავდა ორ ტურს თეორიული ამოცანები და ექსპერიმენტული ტური. აღსანიშნავია რომ ოლიმპიადაში მონაწილე გუნდი პირველად იყო ასეთი ტიპის ღინისძიებაზე. ამ ოლიმპიადაში მონაწილეობით ჩვენმა მოსწავლეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც მომავალში იქნება მათი წარმატების საწინდარი როგორ ამ ოლიმპიადაზე, ასევე სხვა ტიპის ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებზე.

ოლიმპიადაში მონაწილეობა სრულად იყო დაფინანასებული უზბეკეთის მთავრობის მიერ. ნაკრების უბეკეთში გამგზავრება ფინანსურად უზრუნველყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მთელი გუნდის და სკოლის სახელით. პროექტის ადმინისტრირება მოახდინა ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლამ.

ნანახია 480-ჯერ



კლუბი: კლუბი N42

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 763
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 239