სიახლე

17-11-2023 :   ,,ბუნება მბრძანებელია"

კონფერენცია ,,ბუნება მბრძანებელია" მიეძღვნა შოვის ტრაგედიისას დაღუპული ადამიანების ხსოვნას. მიზანი: ადამიანთა ინფორმირება ბუნებრივი კატასტროფების შესახებ, ასევე კატასტროფამდე და კატასტროფის დროს საჭირო ცოდნისა და უნარების გაზიარება. 3 აგვისტოს, დღის სამ საათზე, კურორტ შოვში, ღვარცოფი მოვარდა. ტალახისა და ლაფის რამდენიმე მეტრიანმა მასამ რამდენიმე წუთში დაფარა მთელი შოვი. გზად გადაურა კოტეჯებს, სადაც ადამიანები ისვენებდნენ. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, მანქანები, უზარმაზარი ხეები. ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველები ადგილზე მალე მივიდნენ, იმ ღამეს მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანა. 32 დაიღუპა. ღვარცოფი გამოიწვია დიდი რაოდენობით წყალმა. მთავარი კითხვაა – საიდან გაჩნდა ამხელა მოცულობის წყალი. ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი არსებობს. ადგილობრივებს, რომლებიც კარგად იცნობენ რაჭის მყინვარებს და მდინარეებს, აქვთ ვერსია, რომ მთაში ჩამოწვა მეწყერი, ჩამოშლილმა მასამ ჩაკეტა მდინარე ბუბისწყალი, დააგუბა და რამდენიმე დღის შემდეგ გადმოხეთქა. სწორედ ამ მდინარის ხეობაში იყო აშენებული კოტეჯები. ზუსტად ინფორმაციის ნაკლებობამ განაპირობა ის რომ ადამიანებმა ვერ შეაფასეს საფრთხე რომელსაც მდინარის რამდენიმე დღით დაშრობა მიუთითებდა.

ნანახია 167-ჯერ



კლუბი: ყველაფერი ქიმიაა

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238