სიახლე

23-12-2023 :   STEM ასისტენსი

კვლევა საკვლევ საგანზე ორიენტირებული, დაგეგმილი და დროში გაწერილი აქტივობების ერთობლიობაა, ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი " ყველაფერი ქიმიაა" ახორციელებს კვლევას c ვიტამინის შემცველობაზე უმ და პასტერიზებულ საკვებ პროდუქტებში. აგრარულ უნივერსიტეტში სტუმრობას წინ უძღოდა ონლაინ კონსულტაცია ბატონ გია ხატისაშვილთა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიაში ქცევის წესებს, სტუდენტების დაგეგმილ და ჩატარებულ საპრეზენტაციო ექსპერიმენტებს, რაც მომავალი კვლევისთვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. ხსნარში c ვიტამინის არსებობა შევამოწმეთ იოდის ხსნარით, გამოვიყენეთ სახამებლის ბუბკო, რომელთანაც იოდი ლურჯ შეფერილობას ღებულობს. დასამახსოვრებელი დღისთვის მადლობა ბატონ გია ხატისაშვილს, ჩემი კლუბის მოსწავლეებს და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ნანახია 170-ჯერ



კლუბი: ყველაფერი ქიმიაა

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238