სიახლე

29-10-2023 :   ვიზიტი უნივერსიტეტში

პირველი ვიზიტი უნივერსიტეტში - სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტიურად დაიწყეს "მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" გრანტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი პროექტის ამოცანების შესრულებას. პროექტში მონაწილე მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა ჯგუფები, რომლებმაც გაინაწილეს სამუშაოები. ერთ-ერთი ჯგუფის მოსწავლეები ატარებენ კვლევებს სპილენძ(II)-ის იონების განსაზღვრის ოპტიმალური, მგრძნობიარე და სპეციფიკური სპექტროფოტომეტრული მეთოდის შესარჩევად. მოსწავლეები: ილია დოკაძე, თემიკო მაჭავარიანი, ცოტნე გერგაია, ანა მაჭარაშვილი, თინათინ კიკვაძე, სესილი ხუხუა, მარიამ ჩხუტიაშვილი.

ნანახია 142-ჯერ



კლუბი: კლუბი N42

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238