სიახლე

22-01-2024 :   კლუბის მუშაობის განახლება

2024 წლის 19 მაისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში უკვე მესამედ ჩატარდება ქიმიის მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია "ოქროს რიცვი 2024". კონფერენცია ტარდება "საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთან ასოციაციის" ორგანიზაებით. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველ წელს აქტიურად მონაწილეობენ ამ კონფერენციებში. წელსაც ძალიან დიდია მოსწავლეთა მოტივაცია და დაინტერესება. კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თემების შერჩევა მათი ასაკის გათვალიწინებით. თითოეულ თემაზე იმუშავებს 3-4 მოსწავლე. აღსანიშნავია რომ უფროსმა და გამოცდილმა მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დაბალი კლასის მოსწავლეებს გაუწიონ მენტორობა პროექტების მომზადებაში. გარდა ამისა მოსწავლეებს დაემარებიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც კონსულტაციებს უწევენ დაინტერესებულ სკოლებს პროექტების მომზადებაში, როგორც STEM-ასისტენტები.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს სკოლებიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

კონფერენციის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე

ნანახია 158-ჯერ



კლუბი: კლუბი N42

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238