სიახლე

21-05-2024 :   სამეცნიერო კონფერენცია "ოქროს რიცხვი 2024"

2024 წლის 19 მაისს ნორჩ ქიმიკოსთა კლუბმა "ყველაფერი ქიმიაა" მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო კონფერენციაში "ოქროს რიცხვი 2024", საკვლევი თემა N1- C ვიტამინის მდგრადობაზე ტემპერატურის გავლენა საკვლევი თემა N2 - სად მეტი ელექტროლიტებია? ტემპერატურის გავლენა C ვიტამინის მდგრადობაზე ცოცხალი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებებია ვიტამინები. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), დიდი რაოდენობით შედის ხილის და ბოსტნეულის შემადგენლობაში, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი ვერ ასინთეზებს, ამიტომ ჯანმრთელობისთვის საჭირო რაოდენობა კვებით უნდა მივიღოთ, ან საჭიროების შემთხვევაში ექიმი დანამატის სახითაც ნიშნავს. კვლევა დავგეგმეთ ტემპერატურის მიმართ c ვიტამინის მდგრადობის შესასწავლად. დავამზადეთ სტანდარტული ხსნარები. იოდის ხსნარი: 10 მლ-იანი მენზურაში ჩავასხით იოდის 5%-იანი ხსნარი, გადავიტანეთ 200 მლ-იანი მზომ კოლბაში და შევავსეთ ჭდემდე გამოხდილი წყლით. სახამებლის ხსნარი: ავწონეთ 1 გ სახამებელი, შეურიეთ 30 მლ გამოხდილ წყალი და კარგად მოვურიეთ. მიღებულ სუსპენზიას დავამატეთ 160 მლ მდუღარე წყალი და ვადუღეთ 1-2 წუთი. მომზადებული ინდიკატორი გავაცივეთ. C ვიტამინის ხსნარი: 500 მგ ვიტამინ C-ს დავამატეთ 500 მლ გამოხდილი წყალი. ფორთოხლის წვენი: კარგად გავრეცხეთ ფორთოხალი და გამოვწურეთ. ჩვენი კვლევა დაფუძნებულია იმ გარემოებაზე რომ ასკორბინის მჟავას მოლეკულები იჟანგება იოდით, როგორც კი იოდი მთლიანად დაჟანგავს ასკორბინის მჟავას, მომდევნო წვეთი სახამებელთან წარმოქმნის ლურჯ შეფერილობას, წვეთების რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ ახალ გამოწურულ ფორთოხლის წვენში C ვიტამინის შემცველობა და შევადარეთ სხვა და სხვა ტემპერატურაზე დამუშავებულ წვენში. რადგან აღმოჩნდა, რომ ტემპერატურის ცვლილებით C ვიტამინის შემცველობა არ შეიცვალა, შეგვიძლია ვივარაუდოთ C ვიტამინი არ იშლება ხსნარში ადუღებით. დავინტერესდით და დუღილის დრო გავზარდეთ, 10 წუთი ვადუღეთ ფორთოხლის წვენი, გავაცივეთ და ექსპერიმენტი გავიმეორეთ, იოდის წვეთების რიცხვი არ შეცვლილა. დასკვნა: C ვიტამინი მდგრადია ტემპერატურის მიმართ და არ იშლება თერმული დამუშავებით. სად მეტი მინერალებია? ელექტროლიტები ნივთიერებებია, რომლებიც წყალში გახსნისას იონებად იშლება და შესაბამისად მათი წყალხსნარი დენს ატარებს. ხსნარში იონების რაოდენობა განსაზღვრავს დენის ძალას, რომელიც სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით გავზომეთ. გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ნატრიუმისა და კალიუმის იონების გარკვეული რაოდენობა, წყალი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ჩვენი ორგანიზმისთვის, საინტერესოა ის შეიცავს ელექტროლიტებს? გადავწყვიტეთ გამოგვეკვლია სად მეტი მინერალებია სასმელ წყალში, სხვა და სხვა მინერალურ წყალში, ფორთოხლის წვენში თუ კოკა-კოლაში. საჭირო რესურსი: გამტარები, მულტიმეტრი, დენის წყარო, ქიმიური ჭიქები, ელექტროდები, ონკანის წყალი, მინერალური წყალი, ხილის წვენი და კოკა-კოლა. დასკვნა: ონკანის წყლის მიღებით შეგვიძლია გაუწყლოება ავიცილოთ, მაგრამ ელექტროლიტების მარაგს ვერ შევივსებთ, ამისთვის უმჯობესია მინერალური წყალი გამოვიყენოთ. გამოყენებული ლიტერატურა: საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ვებგვერდი https://chemistry.ge/stem/view.php?id=3

ნანახია 151-ჯერ



კლუბი: ყველაფერი ქიმიაა

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 763
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 239