სიახლე
08-10-2024 : სტუ
8 ოქტომბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მჭადიჯვრის საჯარო სკოლასთან არსებული ქიმიის კლუბ პასტერის წევრები (ქიმიის მასწავლებელი თამაზ ქარქუსაშვილი) სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე. ქიმიის დეპარტამენტის პროფესორმა ნინო კილასონიამ და ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი გაჩეჩილაძემ მოსწავლეებს აჩვენეს საინტერესო სადემონსტრაციო ცდები. შეხვედრა წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში. დღის ბოლოს მოსწავლეები, სკოლის პედაგოგებთან ერთად, დაესწრნენ უნივერსიტეტის თეატრის მოდი ნახეს სპექტაკლს: დარაბებს მიღმა გაზაფხულია (სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარ ბუცხრიკიძე) ბავშვებმა დატვირთული ემოციებით დატოვეს უნივერსიტეტი. უღრმეს მადლობას ვუხდით ფაკულტეტის დეკან: ლიანა თარგამაძეს., ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაია ცინცაძეს., დეპარტამენტის პროფესორს ქალბატონ ნინო კილასონას, გიორგი გაჩეჩილაძეს და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ბ-ონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს
ნანახია 47-ჯერ
კლუბი: პასტერი