სიახლე

28-05-2019 :   ჩაიდნის გაწმენდა მინადუღისაგან

ჩაიდანში მინადუღს ხისტი წყალი წარმოიქმნის. წყლის სიხისტე კი დაკავშირებულია მასში მარილთა იონების, უპირველეს ყოვლისა კალციუმის და მაგნიუმის იონების შემცველობასთან. ასხვავებენ მუდმივ და დროებით სიხისტეს. მუდმივი წარმოიქმნება ქლორიდებით, სულფატებით, ნიტრატებით, ხოლო დროებითი - ჰირდოკარბონატებით. დროებითი სიხისტის აღმოფხვრა შესაძლებელია წყლის ადუღებით, მაგრამ ამ პროცესის შედეგად ჩაიდანში ინადუღი ჩნდება.

ნახშირმჟავა კალციუმი და ნახშირმჟავა მაგნიუმი ძალზე ძნელად იხსნება წყალში, სამაგიეროდ ადვილად იხსნება მჟავებში, რაც შემდეგი განტოლების მიხედვით ხდება:
 
MCO3 + 2H+  M2+ + H2O + CO2
 
სადაც M არის Mg ან Ca.

ძმარი ძმარმჟავას წყალხსნარია. ჩაიდანის მინადუღის გახსნა ძმარმჟავათი და ლიმონმჟავათი ზემოთ მითითებული განტოლების თანახმად წარიმართება.

ნანახია 2450-ჯერ



კლუბი: სხივები2

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238