სიახლე

19-07-2019 :   ქართველი ქიმიკოსები.

„ჩუმი მოღვაწე! ნამდვილი ქართველი, სიკვდილით ქართველთ გულის მომწყვდელი" - ეს სიტყვები წარმოსთქვა აკაკი წერეთელმა, როდესაც ვასილ პეტრიაშვილის გარდაცვალება შეიტყო.
ვასილ პეტრიაშვილი დაიბადა 1842 წელს მღვდლის ოჯახში. დაწყებითი განათლება სასულიერო სემინარიაში მიიღო, 1870 წელს კი წარჩინებით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და კვლევა ორგანული ქიმიის მიმართულებით დაიწყო. მუშაობდა საზღვარგარეთ კეკულესა და ბერთლოს ლაბორატორიებში. ოდესაში დაბრუნების შემდეგ გახდა ოდესის უნივერსიტეტის რექტორი.
თითქმის სამი წელი იმუშავა სანამ ჯანმრთელობა შეერყეოდა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა, თუმცა ვეღარ გამოჯანმრთელდა და 1908 წელს გარდაიცვალა.
„კავკასიელი გოლიათი", „მამა რექტორი" - ასე მოიხსენიებდნენ მას ოდესაში,სადაც დაკრძალულ იქნა გარდაცვალების შემდეგ.

ნანახია 2369-ჯერ



კლუბი: მერვე

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238