პრეზენტაციები და პროექტები

16-05-2019:   ბუნებრივი და სინთეზური საღებარების შედარება.

სამყარო მშვენიერია, ეს მშვენიერება კი მის მრავალფეროვნებაშია. ფერები გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და განწყობაზე. სამუზეუმო ექსპონანტების დათვალიერებისას, აგრეთვე უძველესი ეკლესია-მონასტრების კედლებზე მოხატული ფრესკების ხილვისას ჩვენს გაოცებას ყოველთვის იწვევს ფერთა სიუხვე და სიკაშკაშე. ჩვენ შევეცადეთ ჩავწვდომოდით ფერთა საიდუმლოებას. პროექტის მიზანია ბუნებრივი და ხელოვნური საღებავების შესწავლა. ამ მიზნით მოვიძიეთ ინფორმაცია ბუნებრივი და სინთეზური საღებარების შესახებ, შევაგროვეთ მასალა, ჩვენ თვითონ დავამზადეთ საღებავები და შევღებეთ სხვადახვა საგნები. ამასთან, პროექტზე მუშაობის პროცესში ბევრი რამ გავიგეთ იმ საღებავების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. გავარკვიეთ თუ როგორ უნდა გავიგოთ ბუნებრივ საღებარს შეიცავს თუ ქიმიურს საკვები პროდუქტები და კოსმეტიკური საშუალებები.