პრეზენტაციები და პროექტები

30-11--0001:   კონფერენცია "ოქროს რიცხვი 2019 "

25 მაისს აწუ -ში ჩატარდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენცია "ოქროს რიცხვი 2019 ".ჩვენი კლუბი კონფერენციაზე წარსდგა პოსტერული მოხსენებით.კლუბის წევრებმა უპასუხეს კითხვებს და აქტიურად ჩაერთენ კონფერენციის მუშაობაში.მოვისმინეთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია. აქვე უნდა ავღნიშნოთ,რომ ჩვენს ნაშრომს აუცილებლად ექნება გაგრძელება,რასაც უკვე წარვადგენთ მომდევნო წლის კონფერენციაზე.



30-11--0001:   ნავთობიდან ბენზინამდე

პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეძიათ ინფორმაციები ნავთობის და ნავთობპროდუქტების შესახებ,პრეზენტაცია იყო ერთგვარი წინასაკონფერენციო შეხვედრა.ვნახეთ ვიდეო ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების შესახებ და გავმართეთ დისკუსია.



30-11--0001:   სამეცნიერო პიკნიკი 2019

26 მაისს ქ.ქუთაისში ჩატარდა სამეცნიერო პიკნიკი.კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთენ სახალისო ცდებისა და ექსპერიმენტების პროცესში



30-11--0001:   პროექტი "ვიტამინები " C ვიტამინის რაოდენობის განსაზღვრა სხვადასხვა სახეობის ვაშლში

კლუბის წევრების მიერ განხორციელდა პროექტი "ვიტამინები".პროექტის ფარგლებში მოძიებული იქნა საინტერესო ინფორმაციები ვიტამინების შესახებ.ჩვენი მიზნის განხორციელებაში დაგვეხმარა ექიმი და ფარმაცევტი.მათთან შეხვედრას ჰქონდა საკონსულტაციო ხასიათი.ჩავატარეთ კვლევა სამი სახეობის ვაშლში C ვიტამინის რაოდენობის განსაზღვრისათვის.პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკითხით დაინტერესებული მოსწავლეები და მასწავლებლები. პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ სიტუაციური თამაშები და წარმოვადგინეთ რეკომენდაციები.



30-11--0001:   საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. ლაბორატორიაში მუშაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმები

კლუბის წევრებმა ერთობლივად შეადგინეს სამოქმედო გეგმა,გავეცანით ლაბორატორიაში მუშაობისა და უსაფრთხეობის წესებს,მოვაწესრიგეთ ჩვენს ხელთ არსებული ჭურჭელი და აპარატურა.