პრეზენტაციები და პროექტები

10-10-2022:   სოციალურ-ემოციური უნარები=პოზიტიური მიზნები=სახალისო აქტივობები და მათი პრეზენტაციები

სასწავლო პროცესში სოციალურ-ემოციური უნარების ჩართვით. პოზიტიური მიზნების მისაღწევად, საუკეთესო საშუალებაა სახალისო აქტივობები. მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსებით: ასაწყობი პლაკატი, ქიმიური ლოტოები სხვადასხვა თემებზე, ასაწყობი წინადადებები, ბურთულ-ღერივანი მოდელები, კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიკოსის კლუბ "კლდეონის" მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელმა წევრებმა განახორციელეს სახალისო აქტივობებით პრეზენტაციები, მოსწავლეები ემოციებს ვერ ფარავდნენ.(იხილეთ ბმულიhttps://photos.google.com/)



06-10-2021:   კლდეონის წევრების წარმატებული მონაწილეობა 2021 წლის 6 ოქტომბრის "თანამედროვე საერთაშორისო განათ

2021 წლის 6 ოქტომბერს კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიკოსის კლუბ "კლდეონის" მე-11 კლასელმა წევრებმა:ანა რობაქიძემ, ნანო ჭუმბაძემ და ნინო ჯანიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ, თავდაპირველად მოსწავლეთა ტრენინგში, ხოლო ტრენინგის შემდეგ კი გააკეთეს პრეზენტაციები "გარემოს კლიმატურ ცვლილებებზე" ამავე ორგანიზაციის მიერ გამართულ მოსწავლეთა კონფერენციაში. (იხილეთ ბმული https://photos.google.com/)



07-10-2019:   ორგანულ ნაერთთა კლასების ძირითადი მახასიათებლების სწორად შერჩევა "ქიმიური ლოტოს" საშუალებით.

2019 წლის 7 ოქტომბერს, კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიკოსის კლუბ "კლდეონის" მე-11 კლასელმა წევრებმა მოახდინეს ორგანულ ნაერთთა კლასების:ალკანების, ალკენების, ალკინების და არენების ძირითადი მახასიათებლების სწორად შერჩევა, სახალისო აქტივობით, მასწავლებლის მიერ დამზადებული რესურსის, "ქიმიური ლოტოს" საშუალებით, როგორც სამუშაო პროცესი ასევე პრეზენტაცია მართლაც ძალიან სახალისო გამოვიდა. (იხილეთ ბმულიhttps://photos.google.com/?tab=mq&pageId=none )



29-05-2020:   ქიმიკოსის დღე 2019-2020

ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია, სკოლაში სიარული გვეკრძალება, ერთმანეთს ვეღარ ვხვდებით მეგობრები. კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიკოსის კლუბ კლდეონის წევრებმა ჩვენს ხელმძღვანელთან ერთად გადავწყვიტეთ გადავინაცვლოთ ონლაინ სივრცეში, შევქმენით შემოქმედებითი პროდუქტი ვირტუალური შემეცნებითი პროექტი "ქიმია...წარსული, აწმყო და მომავალი", რომლის ვიდეო ჩანაწერიც უბრალოდ აუცილებლად უნდა ნახო. (იხილეთ ბმული https://www.facebook.com/manana.jiquridze/posts/pfbid03o1dLSKoD3G8LVmDQYu1aiJYXo1rcLfxdWzAM8Q18RG4misicpdEYF9hHUt9Wy6ml)



06-01-2021:   ქიმიკოსის დღე 2020-2021

კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიკოსის კლუბ კლდეონის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების წევრებმა ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში წარმოადგინეს სხვადასხვა სახალისო აქტივობები: ქიმიის გაკვეთილი მე-11 კლასში ცეკვით, ჩაატარეს ექსპერიმენტები სასარგებლო რჩევებზე, როგორ გავარკვიოთ ზეთი წყლიანია თუ არა, მარილი იოდიზირებულია თუ არა, მოაწყვეს გამოფენა მათ მიერ მიღებული პროდუქტების: სუნამო, კამფეტი. უპასუხეს თემატურ კითხვებს ქიმიის პარადოქსებიდან, გამოიცნეს თემატური სიტყვები ტუჩების მოძრაობით და აუდიტორიასთან ერთად იხალისეს. (იხილეთ ბმული https://drive.google.com/drive/folders/15uoXWSJBHasqQgT756sDE1uz7Z493_i4)



27-10-2022:   ქიმიკოსის დღე 2021-2022

2022 წლის 27 ოქტომბერს კლდეეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ქიმიკოსის კლუბ კლდეონის მე-8, მე-9, მე-10 მე-11 კლასების წევრების მიერ პროექტის "გარემოს კლიმატური ცვლილებები და საზოგადოება"-ს პრეზენტაცია, სადაც, მათ თემს და სკოლის სოციუმს გლობალური კლიმატური პრობლემების წარმომშობი მიზეზები და მათი პრევენციის გზები გააცნეს, თავიანთი მომზადებული რეფერატებით, ფოტო-ვიდეო მასალებით და თემატური ექსპერიმენტებით, რამაც აუდიტორიის ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.(იხილეთ ბმული https://www.etaloni.ge/geo/main/index/78980?fbclid=IwAR2ROEN2lavu1AucpmDmDQK789yNTtCYFT4Lg-iJt7TtKnI3iVv81fnEJlU)